სი ძინფინგი ჰონგ-კონგში: პოლიტიკურ ძალაუფლებას პატრიოტები უნდა განკარგავდნენ
ჰონგ-კონგში ჩინეთის იურისდიქციაში დაბრუნების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რომლის ფარგელბში ჩინეთის ლიდერი ჰონგ-კონგს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა.
სი ძინფინგმა საზოგადოების ერთიანობისა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თავის შემაჯამებელ სიტყვაში ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგზე თავს კომუნისტური პარტიის მიერ თავს მოხვეული პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად ჰონგ-კონგის ფინანსური ცენტრი განაგრძობს მდგრად ზრადასა და განვითარებას.
სი ძინფინგის თქმით, ჰონგ-კონგისთვის ვერ იარსებებს განვითარებას უკეთესი გარანტია ვიდრე, "სამშობლოს საერთო სიყვარული და ლოიალობა კომუნისტური პარტიის მიმართ".
სი ძინფინგმა ჰონგ-კონგში 3 წლის წინ მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო ტალღაც ისაუბრა - "პოლიტიკურ ძალაუფლებას პატრიოტები უნდა განკარგავდნენ. ჰონგ-კონგის ყველა მოქალაქემ პატივი უნდა სცეს ქვეყნის სოციალისტურ სისტემას კომუნისტური პარტიის წინამძღოლობით".
ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს სი ძინფინგის პირველი ვიზიტია კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთ.