სირიაში აშშ-ს ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო დაშავდა

24 აგვისტოს სირიაში ირანის მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც სამი სამხედრო დაშავდა.

ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

CENTCOM-ის განცხადებით დაჯგუფებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მფარველობს.

ამერიკელებმა დაჯგუფებაზე საპასუხო იერიში ვერტფრენების საშუალებით მიიტანეს. განადგურებულია სამი სატრანსპორტო საშუალება და რაკეტის გამშვები მოწყობილობა.

თავდასხმა ამერიკელების მიერ დეირ ეზ-ზორში დაჯგუფების ბაზაზე იერიშს მოჰყვა.

პენტაგონში დაჯგუფების ქმედებებზე პასუხისმგებლობას რევოლუციის გუშაგებს აკისრებენ.

„არ დავუშვებთ, რომ თეირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფებმა ჩვენს ძალებს საფრთხე შეუქმნან - მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის სირიაში“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალმა.

 

მსგავსი სიახლეები