სირიის ახალმა ლიდერმა პუტინს მოთხოვა გადასცეს ასადი მისი გასამართლებისთვის

სირიის ახალმა პრეზიდენტმა, აჰმედ აშ-შარაამ ურთიერთობების ნორმალიზაციის სანაცვლოდ ვლადიმირ პუტინს ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ასადის გადაცემა მოთხოვა, რომელიც ამჟამად მოსკოვს აფარებს თავს.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი Al-Arabiya ავრცელებს - კომუნიკაციის სხვა დეტალები უცნობია.
- 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა სირიის პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც "გამოთქმული იყო რუსეთის მხარდაჭერა ვითარების მაქსიმალურად სწრაფად სტაბილიზაციის საქმეში.
- მიმართვა სირიაში მიმდინარე შეტაკებების ფონზე გავრცელდა - გასულ კვირებში შეიარაღებული დაპირისპირებები გახშირდა ტარტუსის პროვინციაში, რომელიც ძირითადი ბაშარ ასადის მხარდამჭერი ალავიტური უმცირესობით არის დასახლებული
- სხვადასხვა წყაროების ცნობით, მოკლულია ათასამდე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის საზღვაო ბაზას თავს აფარებს 8-ათასზე მეტი სირიელი
Context: სირიის ახალი ლიდერის მოთხოვნის შესახებ გასულ კვირებში Reuters-იც წერდა. წყაროს ცნობით, ასადის გადაცემა აშ-შარაამ ქვეყანაში რუსეთის საზღვაო და საავიაციო ბაზის შენარჩუნების ჭინაპირობად დაასახელა.
8 დეკემბერს სირიაში ასადების 54-წლოვანი საოჯახი დინასტიის მმართველობა დაემხო - ამავე საღამოს სირიის დიქტატორი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა.
Go Deeper: ზომიერი ჯიჰადისტი - ვინ არის აჯანყებულთა ლიდერი, რომელმაც ასადების სირია დაამხო