სირსკი ბახმუტზე: ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდეა, ოპერაციის ფორმატი შეიცვალა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით ოპერაციის ფორმატი შეიცვალა, ამიტომ დროებითი სიმშვიდეა.
"ბახმუტის მიმართულებით ვითარება შეიცვალა, მტრის აქტიური მოქმედებების მნიშვნელოვანი კლებაა მძიმე შეიარაღებიდან, ძირითადად არტილერიიდან და ნაღმტყორცნებიდან.
ერთი შეხედვით ჩანს, რომ მტერმა უარი თქვა ამ მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაგრძელებაზე, მაგრამ ეს შთაბეჭდილება სიმართლეს არ შეესაბამება.
დროებით შეიცალა ოპერაციის ფორმატი, რაც უკავშირდება ვაგნერის ქვედანაყოფების გაყვანას და მათ ჩანაცვლებას არმიითა და საჰაერო სადესანტო ნაწილებით. ამიტომ, არსებულმა ვითარებამ შესაძლოა სიმშვიდის შთაბეჭდილება მოახდინოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდეა." - თქვა მან.
საბრძოლო ზონაში მყოფმა სირსკიმ აღნიშნა, რომ მტერი ცდილობს ინიციატივის ხელში აღებას, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის კონტრშეტევა და თავად გადავიდეს შეტევაზე.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეაჩერეს შეტევა ბახმუტის ფლანგებზე.