სირსკი: კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში მზად იქნება
ამერიკული კასეტური ჭურვები უკვე ჩავიდა უკრაინაში და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად. უკრაინა ჭურვების ბახმუტში გამოყენებას გეგმავს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
გენერალმა სირსკიმ დაადასტურა, რომ ამერიკული ჭურვები უკვე უკრაინაშია და გამოსაყენებლად მზად რამდენიმე დღეში იქნება.
BBC-ს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის შედგა სირსკისთან საუბარი.
ჟურნალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ "ბახმუტის ირგვლივ პოზიციებზე ამერიკული ჰაუბიცა M777-ები დაინახეს, რომლებიც (კასეტურ - რედ.) ჭურვებს ისვრიან."