Société générale რუსეთში მუშაობას შეაჩერებს

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სოსიეტე ჟენერალმა საკუთარი შვილობილი კომპანია Interros Capital-ს 3.1 მილიარდ ევროდ მიყიდის. 

ფრანგულმა ბანკმა რუსეთიდან გამოსვლა, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოკლე დროში დააანანოსა, თუმცა პროცედურული ბარიერების გავლამ და მყიდველის მოძებნამ, გასხვისების პროცესი გააჭიანურა. 

რუსეთში, სოსიეტე ჟენერალს შვილობილი კომპანიის სახით როსბანკი წარმოადგენდა, რომელიც ფრანგულმა საბანკო გიგანტმა 2006 წელს შეიძინა. 

აქვე ხაზგასასმელია, რომ როსბანკის ახალი მყიდველი, ამ ბანკს წარსულშიც ფლობდა, სანამ აქტივებს, ნაწილ-ნაწილ, სოსიეტე ჟენერალს მიყიდიდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ინტეროს კაპიტალის მფლობელი კომპანია ნორნიკელია, რომელიც რუსეტის პრეზიდენტთან დაახლოებული ოლიგარქის - ვლადიმერ პოტანინის საკუთრებაშია. 

არსებული ინფორმაციით, შეთანხმება საბოლოოდ უახლოეს კვირებში შედგება, რის შემდეგაც ფრანგული საბანკო გიგანტი რუსეთის ბაზარს გამოეთიშება.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები