სომხეთმა ОДКБ-ს "ბირთვულ წვრთნებში" მონაწილეობაზე უარი თქვა
სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ეგიდით ბელორუსში დაგეგმილ წვრთნებში Скала-2023.
ამ ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სექტემბერში ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ბირთვულ ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის აღმოსაფხვრელად ОДКБ-ს წვრთნებს უმასპინძლებს.
ერევანმა უარი თქვა ბელორუსში თავისი შენაერთების გაგზავნაზე.
"აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი შსს-ს სამაშველო სამსახურის პროფესიული დატვირთვა გახდა," - აცხადებენ სამინისტროში.
ОДКБ სამხედრო-პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც შედის ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
ურთიერთობები სომხეთსა და ორგანიზაციას შორის, რომელსაც ფაქტობრივად რუსეთი აკონტროლებს, მნიშვნელოვნად გაუარესდა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, როდესაც ОДКБ-მ ერევანს პრაქტიკული დახმარება არ გაუწია. იგივე გრძელდება ომის შემდეგაც, სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებისას.