S&P: რუსეთი საგარეო ვალის შერჩევით დეფოლტს აცხადებს
სარეიტინგო სააგენტო S&P-ს მიაჩნია, რომ რუსეთმა შერჩევითი დეფოლტი გამოაცხადა თავის საგარეო ვალთან დაკავშირებით, რადგან ობლიგაციების მფლობელებს გადახდები რუბლით შესთავაზა და არა დოლარით. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
S&P-ის განცხადებაში, რომელიც 8 აპრილს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობდა რუბლში გადაეხადა 4 აპრილისთვის დასაფარი ორი დოლარში დენომინირებული ობლიგაცია.
სააგენტომ განაცხადა, რომ ეს შერჩევითი დეფოლტის ტოლფასია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა ინვესტორებს შეეძლოთ რუბლის კონვერტირება "თავდაპირველად დაკისრებული თანხების ტოლფას დოლარად".
S&P მეთოდოლოგიის მიხედვით, შერჩევითი დეფოლტი ცხადდება, როდესაც ვალდებულებები სრულდება კონკრეტულ ობლიგაციებზე, მაგრამ არა მის მთელ ვალზე.
რუსეთის ფედერაციას 4 აპრილიდან აქვს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი დავალიანების და პროცენტების გადასახდელად, მაგრამ, დასავლეთის სანქციების გათვალისწინებით, S&P არ ელის, რომ რუსეთის შეძლებს რუბლის დოლარში კონვერტირებას.
JPMorgan-ის შეფასებით, 2021 წლის ბოლოს რუსეთის ვალი უცხოურ ვალუტაში დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი იყო, ამ ვალის დაახლოებით ნახევარი უცხოელი ინვესტორების საკუთრებაა.