Spiegel: გერმანიამ ესპანეთს უკრაინისთვის 40 Leopard 2-ის გადაცემის უფლება არ მისცა
გერმანიის ხელისუფლებამ ესპანეთს უკრაინისთვის 40 გერმანული წარმოების Leopard-2 საბრძოლო ტანკი გადაცემის ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია 10 ივნისს Spiegel-მა გაავრცელა.
ჟურნალისტების თქმით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ესპანელები გააფრთხილა, რომ ეს ნაბიჯი "იქნებოდა გადახრა ყველა დასავლელი მოკავშირის (სრულიად არაფორმალური და არაოფიციალური) გადაწყვეტილებისგან, არ მიეწოდებინათ ტანკები კიევისთვის".
Spiegel დასძენს, რომ 1990-იანი წლების ტანკები იმდენად მოძველებულია, რომ ისინი უკრაინისთვის გადასაცემად რამდენიმე თვის შემდეგაც არ იქნებიან მზად.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ ესპანეთის მთავრობის განზრახვები ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით სერიოზულია, მაშინ ასე სწრაფად არ უნდა დანებდეს.
Business Insider-ის ცნობით, მადრიდის ოფიციალურმა პირებმა ბერლინს ბოდიშის მოხდაცც კი სთხოვეს პრობლემების გამო. ახლა საუბარია უკრაინისთვის მაქსიმუმ 10 ტანკის გადაცემაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.