სტეფენ ელგერსმა: რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე
"ჩვენ არ გვინდა, მესამე ძალას, ამ შემთხვევაში რუსეთს, ვეტოს უფლება მივცეთ", - ამბობს რეალპოლიტიკასთან ინტერვიუში NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო განყოფილების წარმომადგენელი სტეფენ ელგერსმა.
ჩვენ სტეფენ ელგერსმას ვკითხეთ, მართალია თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როცა ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს NATO-ში შესვლამდე ტერიტორიული პრობლემების გადაჭრას სთხოვენ:
"გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების აზრი."
სტეფენ ელგერსმას თქმით, ალიანსში შესვლამდე, NATO-სთვის მართლაც სასურველი სცენარია, ამა თუ იმ ქვეყანამ ტერიტორიული პრობლემები გადაჭრას.
თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრეტაციის სივრცე" არსებობს:
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მესამე ძალას ვეტოს უფლება გვინდა მივცეთ, ამ შემთხვევაში რუსეთს, რომ მათ არ თქვან: რა გამოდის, სანამ ჩვენი თანხმობა არ იქნება საზღვრებზე, ესა თუ ის ქვეყანა ნატო-ში ვერ შევა? ჩვენ ასეთ ინტერპრეტაციას არ ვაკეთებთ. ამდენად, არსებობს ინტერპრეტაციის სივრცე."
მთლიანი ინტერვიუს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.