სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული შეტევისთვის და მეტი სისასტიკისთვის

უკრაინა რუსეთის ფედერაციისგან შეტევის გააქტიურებას და კიდევ უფრო მეტ ნგრევას ელის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 7 მაისს, Welt Am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული თავდასხმისთვის და მეტი სისასტიკესთვის, მეტი გაჭირვებისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების მეტი განადგურებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის ამჟამინდელ შეტევას დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში ჯერ კიდევ არ მიუღია იმპულსი, რადგან უკრაინის ჯარები "ენერგიულად იცავენ თავს".

ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინისა და რუსეთის არმიებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა.

"ჩვენ ვხედავთ მკვეთრ კონტრასტს რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის: უკრაინული ჯარები მამაცები არიან და იციან, რისთვის იბრძვიან. რუსული ჯარები მძიმე ვითარებაში არიან ცუდი ლიდერობის და დაბალი მოტივაციის გამო,რადგან ბევრმა არ იცის, რისთვის იბრძვიან", - თქვა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები