თეირანიდან ევაკუაციის მოწოდების შემდეგ ტრამპი უსაფრთხოებს საბჭოს სხდომას კრებს

დონალდ ტრამპი დიდი შვიდეულის სამიტიდან ვაშინგტონში ბრუნდება და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს - ამას წინ უძღოდა ამერიკელი პრეზიდენტის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ მოწოდებას, რომ "თეირანი ყველამ უნდა დატოვოს."

State Of Play: ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელ X-ზე Fox News-ის კორესპონდენტმა გაავრცელა - მალე მსგავსი ცნობები მიიღო ტელეარხმა СNN-მა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში თავისი წყაროსგან. 

  • ჯერჯერობით უცნობია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ფორმატი - წყაროების ცნობით, შესაძლებელია სხდომა პრეზიდენტის ვაშინგტონში დაბრუნებამდე დაიწყოს და მასში მონაწილეობა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ბორტიდან, ონლაინ ფორმატში მიიღოს. 

  • წყაროების ცნობით, ამერიკელმა პრეზიდენტმა გადაიფიქრა დიდი შვიდეულის სამიტის შემაჯამებელ ვახშამზე მონაწილეობა. 

  • სხდომა თეთრი სახლის კრიზისების მართვის (Situation Room) ოთახში გაიმართება. 

Big Picture: თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, დიდი შვიდეულის სამიტს პრეზიდენტი "ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების" გამო ტოვებს. 

  • ცოტა ხნით ადრე, ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერდა, რომ "ირანი უნდა დათანხმებოდა მის მიერ შეთავაზებულ გარიგებას" - დონალდ ტრამპის თქმით, დაუშვებელია ირანს ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება. 

  • "თეირანი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ყველამ"- წერს ტრამპი. 

  • ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ახალ სამხედრო ნაწილებს გზავნიან - მაღალი ალბათობით საუბარია კიდევ ერთ ავიამზიდის დაჯგუფებაზე. გასულ 24 საათში ამერიკიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით 30-ზე მეტი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი გაფრინდა. 

Context: ამერიკელი პრეზიდენტის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით СBS წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო სხდომის მოწვევა "არ ნიშნავს", რომ შეერთებული შტატები შეურთდებიან ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. 

  • Jerusalem Post-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპი ირანს "ბოლო შანსს" შესთავაზებს - გაზეთის წყაროების ცნობით, ვაშინგტონი თეირანისგან მოითხოვს უარი თქვას ურანის გამდიდრების პროგრამაზე. 

  • რამდენიმე საათით ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბიბი ნეთანიაჰუმ უარყო მოსაზრება, რომ ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევდა - "ეს დაასრულებს კონფლიქტს" 

Go Deeper: 13 ივნისს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციას ბოლო მონაცემებით, 224 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ისრაელში 24 ადამიანი. 

  • ისრაელის დარტყმებისა და საიდუმლო ოპერაციების შედეგად მოკლულთა შორისაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უმაღლესი სამხედრო მეთაურები, ასევე ქვეყნის წამყვანი ფიზიკოსები და შეიარაღებული ძალების მეთაურები. 

  • ისრაელის მთავრობაში ამბობენ, რომ ოპერაციის მიზეზი ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნასთან "საშიში" მიახლოებაა, რომელიც მათი თქმით, "ებრაულ სახელმწიფოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის."

 

მსგავსი სიახლეები