ტესტები პუტინს, ნაბიჭვარი ბიბი და ჩასვრილი ობამა - მთავარი ვუდვარდის წიგნიდან

15 ოქტომბერს ამერიკის წიგნის მაღაზიებში გაყიდვაში ჩაეშვება ბობ ვუდვარდის ახალი წიგნი "ომი" - 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ლეგენდარული გამომძიებელი ჟურნალისტის რიგით მეოთხე წიგნია. 

წიგნიდან მთავარ სიახლეებისა და აღმოჩენების შესახებ მასალა პირველად Washington Post-მა გამოაქვეყნა, ვუდვარდს გაზეთთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს - გამოცემის რეპორტიორებად მუშაობის პერიოდში ვუდვარდა კოლეგა, კარლ ბერნშტეინთან ერთად უოტერგეიტის სკანდალი გამოძიეს, რაც პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტის პროცედურით დასრულდა. 

წიგნი დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პერსონალური პოლიტიკური დაპირისპირების ისტორიას ყვება, დაპირისპირების, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ახლო აღმოსავლეთში მწვავე ესკალაციის ფონზე მიმდინარეობდა. 

გადაწყვეტილებების მიღებებში ჩართული 100-ზე მეტ ადამიანთან ხანგრძლივ ინტერვიუებზე დაფუძნებული წიგნი გვიყვება თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებზე უკანასკნელი 4 წლის საკვანძო და ყველაზე დაძაბული მომენტების დროს.

წარმოგიდგენთ მთავარ მიგნებებსა და მანამდე უცნობ ამბებს ბობ ვუდვარდის ახალი წიგნიდან

ტრამპის და პუტინის ურთიერთობები

 

თავარი წიგნის მთავარი აღმოჩენა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობების შესახებ აქამდე უცნობი ამბების გასაჯაროებაა. 

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ვუდვარდი წერს, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დონალდ ტრამპმა კრემლის ბინადარს ტესტები გაუგზავნა - წყაროების ცნობით, ვლადიმირ პუტინს ეშინოდა დაავადების, ხოლო კოვიდის ამომცნობი ტესტებზე იმ დროს გლობალური დეფიციტი იყო. 

წყაროების ცნობით, პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს კოვიდის ტესტებისთვის და თხოვა, რომ ამბავი საიდუმლოდ შეენახა რადგანაც პოტენციური სკანდალის წარმოქმინსა და ტრამპისთვის პოლიტიკური ზიანის მიყენება არ სურდა. 

წიგნის მიხედვით, ტრამპსა და პუტინს შორის თბილი პერსონალური ურთიერთობები ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა. ვუდვარდის წყაროს ცნობით, 2021 წლიდან მოყოლებული ტრამპსა და პუტინს შორის 7 სატელეფონო საუბარი შედგა. 

მათ შორის ერთ-ერთი მიმდინარე წელსაც - როდესაც წყაროს ცნობით, ტრამპმა საკუთარ თანაშემწეს სთხოვა დაეტოვებინა ოთახი, რადგანაც პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავდა. 

წიგნის ნაწყევეტების გავრცელებიდან მალევე, ტრამპის შტაბმა მოზრდილი განცხადება გამოაქყვეყნა, რომელშიც ვუდვარდი "მოხუც გიჟად" იყო მოხსენიებული, თუმცა პირდაპირ არ იყო უარყოფილი ვუდვარდის მიერ მოყვანილი არცერთი ამბავი. 

 ამერიკული დაზვერვის წარმატება

ბობ ვუდვარდის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გეგმის შესახებ აშშ-ს დაზვერვამ ინფორმაცია კრემლში საკუთარი გავლენიანი წყაროსგან ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში მიიღო.

"ამერიკულ დაზვერვას ხელში ჩაუვარდა ნამდვილი სამკაული, მათ თითქოს შეუმჩნევლად შეაღწიეს მტრის მთავარსარდლის ოთახში, ისინი თითქოს პირდაპირ გადაჰყურებდნენ მოწინაღმდეგის მართვის მაგიდას, მათ რუკებს, ბრიგადების მოძრაობასა და იერიშის რამდენიმე ფრონტზე გაშლის ტრაექტორიას"- წერს ვუდვარდი. 

ავტორის ცნობით, თავდაპირველად ჯო ბაიდენს გაუჭირდა იმ ცნობების დაჯერება, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერსნმა მიაწოდა. "ღმერთო! ახლა იმასთან მომიწევს გამკლავება, რომ რუსეთი უკრაინას ჩაყლაპავს"- თქვა ბაიდენმა. 

ვუდვარდის ცნობით, ბაიდენმა დაზვერვის მონაცემები პუტინთან 2 სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. დეკემბერში ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, პუტინი ბირთვული ომის საფრთხეზე ალაპარაკდა, რაზეც ამერიკელმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასეთ ომში გამარჯვება შეუძლებელია. 

ავტორი წერს, რომ რუსეთის გარდაუვალი შეჭრის შესახებ უკრაინელ პრეზიდენტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მინდვრებზე აცნობა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმაც. წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთი სცენარის არ სჯეროდა. ჰარისმა უკრაინის პრეზიდენტს თხოვა მოემზადებინა ძალაუფლების გადაცემის გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ზელენსკი ტყვედ ჩავარდებოდა ან ქვეყნის მართვას ვერ გააგრძელებდა. 

ბირთვული დარტყმა 

ვუდვარდის ცნობით, ყველაზე სარისკო ვითარება 2022 წლის შემოდგომაზე, ხარკივში უკრაინის შეიარაღებული ძალების ელვისებური კონტრიერიშისა და რუსეთის არმიის გაქცევის ფონზე შეიქმნა - თეთრ სახლში და პენტაგონში შიშობდნენ, რომ მარცხის ფონზე ვლადიმირ პუტინის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.

წყაროების ცნობით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსს ამერიკული დაზვერვა იმ დროს 50%-ით აფასებდა. 

სწორედ ამ ფონზე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივნისა და მისი რუსი კოლეგის, სერგეი შოიგუს სატელეფონო საუბარი. რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრისას ოსტინმა შოიგუს უთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში აშშ მოიხსნიდა ყველა შეზღუდვას, რომლითაც უკრაინაში მოქმედებდა - "ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს ისეთ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს, რომლის წარმოდგენაც არ შეგიძლიათ"- განაცხადა ოსტინმა.

პირველი საუბრიდან 2 დღეში რუსული მხარის ინიციატივით გაიმართა მეორე საუბარი, რომელიც ამჯერად კრემლის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციაში მიაჩნად, რომ კრემლის საუბარი უკრაინის მიერ ე.წ. ბიძნური ბომბის გამოყენების საფრთხეზე პუტინს დასავლეთისთვის თვალის ასახვევად სჭირდებოდა. "ჩვენ თქვენი არ გვჯერა. ჩვენ ვერ ვაფიქსირებთ ამის ვერანაირ ნიშნებს და ამას მსოფლიოსაც გავაგებინებთ"- განაცხადა ოსტინმა. 

პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსნის, კოლინ კალის თქმით, ეს მთელი ომის განმავლობაში ყველაზე საშიში მომენტი იყო. 

"ჩასვრილი ობამა"

ვუდვარდის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე კრიზისის დასაწყისში ჯო ბაიდენმა გარემოცვის ახლო წევრებთან საუბარში შექმნილ სირთულეებში ბარაკ ობამა დაადანაშაულა. ბაიდენმა გააკრიტიკა ობამას რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. 

"2014 წელს მათ ჩაისვარეს. ამიტომ ვართ ახლა ასეთ ვითარებაში. ჩვენ ჩავისვარეთ. ბარაკი არასდროს აღიქვამდა პუტინს სერიოზულად"- თქვა ბაიდენმა.

პუტინის რასიზმი და ბაიდენი "ცენზურის გარეშე"

ვუდვარდი ბაიდენს ყურადღებიან და გამჭრიახ ლიდერად აღწერას, თუმცა მიუთითებს, რომ ამერიკელი პრეზიდენტის ლექსიკა უცხოელ ლიდერების მიმარ პრივატულ გარემოში ხშირად უცენზუროა. 

ასე მაგალითად უკრაინული კრიზისის გარიჟრაზზე ბაიდენმა პუტინს "ბოროტების განსახიერება" უწოდა, ხოლო მოგვიანებით პუტინს ნაძირალა უწოდა (That fucking Putin). 

ამასთანავე ამერიკულ დაზვერვას მიაჩნდა, რომ უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება პუტინის რასიზმითაც იყო განპირობებული - მას უკრაინელები უფრო ნაკლებ ერად მიაჩნდა, ვიდრე რუსები. წიგნში მოყვანილია აშშ-ს დაზვერვის გაერთიანების ევრილ ჰაინსის ციტატაც - "პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რასისტი ლიდერია."

ავტორის ცნობით, ბაიდენმა არაერთხელ უცენზუროდ მოიხსენია ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბიბი ნეთანიაჰუც. კერძოდ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ნეთანიაჰუმ საომარი მოქმედებების ინტენსივობა გაზარდა, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი მოჰყვა - პრივატულ გარემოში თემაზე საუბრისას ბაიდენმა ნეთანიაჰუს ნაბიჭვარი (That son of Bitch Bibi) უწოდა. 

დაძაბულობა კამალასა და ბიბის შორის 

ავტორის ცნობით, ისრაელის პრემიერი განრისხებული კამალა ჰარისის მკაცრი განცხადებებით მასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ნეთანიჰუს გაბრაზება იმით იყო გამოწვეული, რომ კამალას ტონი პირადი შეხვედრის დროს ბევრად უფრო რბილი იყო, ვიდრე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

წიგნში მოყვანილია ამერიკის შეერთებულ შტატებში ისრაელის ელჩის, მაიკლ ჰერცოგის ციტატა - "კამალას სურს ისრაელის მიმართ საჯაროდ უფრო მკაცრი გამოჩნდეს, მაგრამ შეხვედრის დროს ის უხეშად არ მოქცეულა."

წიგნში კამალა ჰარისს რამდენიმე თავი ეძღვნება, ვუდვარდი მას ლოიალურ მეორე ნომრად აღწერს, თუმცა მიუთითებს, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხებზე ჰარისს არასდროს ჰქონია დიდი გავლენა. 

საუდიელი პრინცის მდგრადი გავლენა 

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის თემა პირდაპირ კავშირში არ არის მოჰამად ბინ-სალმანთან და არც ახლო აღმოსავლეთთან, საუდის არაბეთის პრინცს მაინც ეთმობა ყურადღება. ეს განპირობებულია მისი საჭიროებით ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც ნავთობის ბაზრის სტაბილურობაა. 

"მოჰამად ბინ-სალმანია სხვა არავინაა, თუ არა გატუტუცებული ბავშვი"- ასე აღწერს ვუდვარდი ენტონი ბლინკენის შთაბეჭდილებას საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრის შემდეგ. 

ვუდვარდის ცნობით, ამერიკის მხრიდან საუდის არაბეთის პრინცთან ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შუამავალი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემია. 

წყაროს ცნობით, ლინდსი გრემი უშუალოდ აორგანიზებდა მოჰამად ბინ-სალმანისა და ამერიკელი მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრებს. 

 

მსგავსი სიახლეები