ტრამპი 70 ქვეყანას უტარიფო ვაჭრობის სანაცვლოდ ჩინეთისგან იზოლაციას მოსთხოვს

ამერიკული ადმინისტრაცია მის მიერვე ინიცირებული სავაჭრო ომის ფორმატის შეცვლას შეეცდება და 70-ზე მეტ სახელმწიფოს ტარიფების გაუქმების, ან შერბილების სანაცვლოდ ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების შეზღუდვას მოთხოვს. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. წყაროს ცნობით, იდეის ავტორი ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტია - მისი აზრით, ამგვარი მიდგომა დაასუსტებს ჩინეთის პოზიციებს და აიძულებს დათმობებზე წავიდეს. 

  • გეგმის მიხედვით, აშშ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს გააფორმებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩინურ კომპანიებს საკუთარ ტერიტორიაზე ბაზირებას აუკრძალავენ - ასევე ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ჩინური პროდუქციის საკუთარი ტერიტორიიდან ექსპორტზე. 
  • "ვაშინგტონს სურს, რომ პარტნიორებმა შეწყვიტონ იაფი ინდუსტრიული პროდუქციის შესყიდვები"- ნათქვამია მასალაში. 

Big Picture: 15 აპრილს დონალდ ტრამპმა პეკინს მოუწოდა დაუკავშირდნენ თეთრ სახლს და დაიწყონ მოლაპარაკებები გარიგებაზე - "ბურთი ჩინეთის ნახევარზეა, მათ სურთ ჩვენთან გარიგების დადება, ჩვენ არა."

  • ტრამპის თქმით, ჩინეთის ეკონომიკისთვის აუცილებელია ჰქონდეს წვდომა ამერიკელ მომხარებლებზე. 

Context: 2 აპრილს, რომელსაც თავად ტრამპი "გათავისუფლების დღეს" უწოდებს აშშ-მა სავაჭრო ტარიფები დაუწესა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს. ტრამპის გადაწყვეტილებას უმსხვილესი საფონდო ბირჟების ინდექსის კლება მოჰყვა, ასობით მილიარდი დოლარით შემცირდა უმსხვილესი კომპანიების კაპიტალიზაცია და უმდიდრესი ადამიანიების ქონების ღირებულება. გარდა ამისა, ტარიფები უარყოფითად აისახა დოლარის გაცვლით კურსსა და აშშ-ს ხაზინის ობლიგაციების ბაზარზე.

  • 9 აპრილს, ბაზრის პესიმისტური მოლოდინების ზრდის ფონზე, ტრამპმა 2 აპრილს დაწესებული ტარიფების ამოქმედება 90 დღით შეაჩერა - ამ პერიოდში აშშ-ში იმპორტზე 10%-იანი ბლანკეტური ტარიფი იმოქმედებს. 

  • ერთადერთი გამონაკლისი, რომელთანაც ახალი ტარიფები ძალაში დარჩა და მეტიც, გაიზარდა კიდეც ჩინეთია. ამ დროისთვის ჩინურ პროდუქციას ამერიკა 145%-ით ბეგრავს, გამონაკლისია სმარტფონები და კომპიუტერული ტექნიკა. საპასუხო ტარიფები გაზარდა ჩინეთმაც. 

Go Deeper: ტრამპმა ტარიფები ბესენტისა და ლატნიკის "დაჟინებული" რჩევის შემდეგ დააპაუზა

მსგავსი სიახლეები