ტრამპი აცხადებს, რომ მას სამშაბათს დააპატიმრებენ

დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ში დაწერა, რომ მას სამშაბათს, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდის საქმეზე დააპატიმრებენ. ამის შესახებ The Guardian წერს.

წლის დასაწყისში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მის მხარდამჭერებს აქციების ჩატარებისკენ მოუწდა, თუ მას ბრალს წაუყენებდნენ.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს - საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსება, არჩევნებში ჩარევა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშის შედეგების შეცვლისთვის.

ტრამპის დამარცხების შემდეგ, მის სახლში საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს.

გარდა ამისა, მანჰეტენის ოლქის პროკურორის, ელვინ ბრაგის გუნდი იძიებს პორნოვარსკვალვ სტორმი დენიელსის მოსყიდვის საქმეს. ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსდგნენ დენიელსი და ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი.

ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა: "რესპუბლიკური პარტიის მოწინავე კანდიდატს და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს მომავალი კვირის სამშაბათს დააპატიმრებენ."

ნიუ-იორკში სამართალდამცავები უსაფრთხოების ზომებს იღებენ, რათა ტრამპს ბრალი ოფიციალურად წაუყენონ.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან იცის მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ. თავის პოსტებში მან გაიმეორა ტყუილი, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მან წააგო, გაყალბების გამო "მოიპარეს" და თავის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები