ტრამპი: ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი, დაასრულეთ ეს გიჟური ომი დროზე

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გამოეხმაურა. 

"ჯერ იყო ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. დაასრულეთ ეს გიჟური ომი დროზე. ამის გაკეთება ხომ ახლა ასეთი იოლია",- წერს ტრამპი მიერ მიერვე დაფუძნებულ სოციალურ ქსელ THRUTH-ში. 

კონტექსტი 

ომის დაწყების შემდეგ ტრამპი არაერთხელ გამოვიდა მოლაპარაკეკების დაწყების იდეით და როგორც წესი საკითხზე მესამე მსოფლიო ომის დაწყების კონტექსტში საუბრობდა. 

გასული წლის ოქტომბერში ტრამპმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა - "ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ან ჩვენ მივალთ მესამე მსოფლიო ომთან."

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ყოფილმა პრეზიდენტმა სექტემბრის ბოლოს - "იყავით სტრატეგიულად ჭკვიანები, დადეთ გარიგება ახლა, ორივე მხარეს ეს სურს და ორივე მხარეს ეს ჭირდება."

მსგავსი სიახლეები