ტრამპის შტაბი: ყოფილ პრეზიდენტთან ახლოს გაისროლეს, ის უსაფრთხოდაა
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ განაცხადა, რომ ის "უსაფრთხოდაა მის სიახლოვეს" გასროლის შემდეგ, მაგრამ სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ.
"პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს გასროლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ გვაქვს." - განაცხადა სტივენ ჩეუნგმა, ტრამპის კამპანიის კომუნიკაციების დირექტორი.
ტრამპი დღეს ფლორიდაში, პალმ ბიჩში იმყოფებოდა. CNN-ის ცნობით, ტრამპის გოლფის კლუბი დაკეტილია.
საიდუმლო სამსახურის სპიკერმა ენტონი გულიელმმა თქვა, რომ საიდუმლო სამსახური "ინციდენტს" იძიებს. უწყება დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
ტრამპი ფლორიდაში ამ შაბათ-კვირას დაბრუნდა ლას ვეგასში წინასაარჩევნო აქციის და იუტაში დონორებთან შეხვედრის შემდეგ.
The New York Post-მა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასროლა კლუბის გარეთ, მაღალი კრიმინალით ცნობილ ადგილას მოხდა. გამოცემის ცნობით, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს კლუბის გარეთ ესროდა და არც ერთი გასროლა არ იყო მიმართული ტრამპისკენ.