თურქმენეთი აშშ-სთან თანამშრომლობის გეგმას ავითარებს

თურქმენეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გეგმას შეიმუშავებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა განაცხადა, რომელიც 23-24 აპრილს ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა.

ამ ინფორმაციას 2 მაისს, სამთავრობო გაზეთი "ნეიტრალური თურქმენეთი" ავრცელებს.

მერედოვის თქმით, ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილეს უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის განვითარება, ასევე ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და მეცნიერება.

"პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა წარმოადგინა წინადადებები 2023-2024 წლების თანამშრომლობის საგზაო რუქის შესაქმნელად, თურქმენეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, ისევე როგორც ჩარჩო გეგმის მომზადება თურქმენეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა დონეზე ვიზიტების ორგანიზებისთვის." - წერს გამოცემა.

"დიალოგის მეგობრულმა ხასიათმა ახალი შინაარსი მიიღო"

თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა შეერთებულ შტატებთან დიალოგის მეგობრული ხასიათი, "რომელმაც ბოლო წლებში ახალი შინაარსი შეიძინა." მან განაცხადა, რომ თურქმენეთის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება "მშვიდობიანობის, პოზიტიური ნეიტრალიტეტისა და კონსტრუქციული საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს", ხოლო ქვეყანა "ყოველთვის ღიაა ყველა დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის."

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ 25-28 აპრილს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, იგი შეხვდა რიგი კომპანიების წარმომადგენლებს.

აშხაბადში მთავრობის სხდომაზე აღინიშნა კონტაქტების გაფართოების მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგია, ინოვაცია, ინვესტიციები, ციფრული ტექნოლოგიები და მწვანე ეკონომიკა.

ბერდიმუჰამედოვმა "არაერთი კონკრეტული მითითება გასცა თურქმენეთ-გერმანიის პარტნიორობის გრძელვადიან სისტემურ საფუძველზე შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით."

მსგავსი სიახლეები