უკრაინა და პოლონეთი ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე შეთანხმებას გააფორმებენ
უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 მაისს, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენს შორის ნამდვილად არ უნდა იყოს საზღვრები და ბარიერები. უკრაინელი და პოლონელი ხალხები დიდი ხანია გონებრივად არ არიან განცალკევებული, ამიტომ გადავწყვიტეთ უახლოეს მომავალში ეს გადაგვეთარგმნა ორმხრივ შეთანხმებაში: პირველ რიგში, საერთო სასაზღვრო და საბაჟო კონტროლში, დროთა განმავლობაში საზღვარი პირობითი იქნება, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, დუდამ რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარი "უნდა გაერთიანდეს და არა გაიყოს".
მისი თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის გზებისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურა საუკეთესო არ არის. "ჩვენი [კარგი] ურთიერთობების ერთ-ერთი ნიშანი იქნება კიევსა და ვარშავას შორის ჩქაროსნული მაგისტრალი. მჯერა, რომ ამას უახლოეს წლებში გავაკეთებთ", - თქვა დუდამ.