უკრაინა: დონბასში რუსების შეტევა რვა დასახლების ტერიტორიაზე მოვიგერიეთ
რუსი დამპყრობლები დონეცკის ოლქში წარუმატებლად გვიტევდნენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 4 სექტემბერს განაცხადა.
"უკრაინის თავდაცვის ძალები იცავენ დაკავებულ პოზიციებს და არ აძლევენ მტერს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას. ჩვენმა ნაწილებმა წარმატებით მოიგერიეს რუსების თავდასხმები კრასნოპოლიეს, ბახმუტსკოეს, ბახმუტის, მაიორსკის, ზაიცევოს, კოდემას, სოლედარის და პერვომაისკოეს დასახლებებში", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ მტერი მატ პოზიციებს ბომბავდა საომარი მოქმედებების სხვადასხვა რაიონში, ხოლო სამხრეთ ბაგის მიმართულებით "ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარე თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტს ბომბავდა".
"მტერი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი ჯარების ლოგისტიკა. რუსები მაღალი ინტენსივობით ზვერავენ ჩვენს პოზიციებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, ეძებენ სისუსტეებს ჩვენს თავდაცვაში და ცდილობენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებს", - აცხადებს უკრაინული მხარე.