"უკრაინას აქვს უფლება" - კლევერლი მოსკოვზე დრონების თავდასხმას გამოეხმაურა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თავდაცვის ფარგლებში უკრაინას აქვს უფლება ძალა მის საზღვრებს გარეთაც გამოიყენოს. 

ამგვარად გამოეხმაურა ჯეიმს კლევერლი 30 მაისის დილით მოსკოვზე დრონების თავდასხმას. 

"უკრაინას აქვს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება, მათ ამის ლეგიტიმური უფლება აქვთ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაგრამ მათ აქვთ უფლება მოახდინონ ძალის პროვოცირება საზღვრებს მიღმაც, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის შესაძლებლობაც მოახდინოს ძალის პროეცირება უკრაინაზე",- განაცხადა კლევერლიმ. 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის საზღვრებს მიღმა უკრაინის თავდაცვის უფლების ნაწილია და ეს ყველამ უნდა აღიაროს. 

კონტექსტი 

შეტევას გამოეხმაურა რიში სუნაკის კანცელარიაც, სადაც განაცხადეს, რომ შეტევა არ განხორციელებულა ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შეიარაღებით. 

ამ საკითხზე ჯეიმს კლევერლიმ ესტონეთში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ესტონეთიდან კლევერლი ნორვეგიაში გაემგზავრება, სადაც მომდევნო კვირას ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან - შეხვედრის მთავარი თემა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი იქნება. 

მსგავსი სიახლეები