უკრაინაში 14 წელზე უფროსი ბავშვების აცრა იწყება
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში 14 წელზე უფროსი ბავშვების აცრა იგეგმება. ამის შესახებ ტელეკომპანია Украина 24-ის ეთერში კიევში სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა ოლეგ რუბანმა გააკეთა.
"დღეს გვაქვს დოკუმენტაცია 18 წელზე უფროსი ადამიანების ვაქცინაციაზე. ვმუშაობთ ბავშვების და მოზარდების აცრის დაწყებაზე, მაგრამ ეს მოგვიანებით დაიწყება, რადგან ჯერ შესაბამისი ფორმალური პროცედურების მზადება გრძელდება. ამ კონტინგენტის აცრა სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ," - თქვა მან.
რუბანის თქმით, დოკუმენტაციას ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს.
უკრაინაში ვაქცინაცია 24 თებერვალს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზით 7.9 მილიონი ადამიანი აიცრა, სრულად 6.4 მილიონი.