უკრაინაში 50 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს რუსული ჯარების პერსონალის დანაკარგების საერთო რაოდენობამ 50 100-ზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია 6 სექტემბერს, დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ 350-მდე რუსი დამპყრობელი გაანადგურა.

რუსი ოკუპანტების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 2077 (+9);
  • ჯავშანტექნიკა - 4484 (+25);
  • საარტილერიო სისტემები - 1179 (+22);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 296 (+2);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 156;
  • თვითმფრინავები - 236;
  • ვერტმფრენები - 207 (+1);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 876 (+9);
  • ფრთოსანი რაკეტები - 209 (+4);
  • გემები / ნავები - 15;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო ავტომობილები - 3305 (+19);
  • სპეცტექნიკა - 109 (+2).

"მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები