უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდი დაფიქსირდა

 

28 ოქტომბერს, უკრაინაში, კორონავირუსით ინფიცირების 26 870 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ.

ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოთხშაბათს ქვეყანაში ინფიცირებულების რიცხვი 26 071 იყო.

ხუთშაბათს უკრაინაში კორონავირუსით 648 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში სულ 142 277 ტესტი ჩატარდა.

უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 16.5%-ია სრულად აცრილი.

მსგავსი სიახლეები