უკრაინაში რუსი აგენტი დააკავეს, რომელიც ტერაქტებს გეგმავდა

 

ორშაბათს, 10 იანვარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავეს, რომელიც უკრაინაში თავდასხმებს გეგმავდა.

დაკავებული ოდესის პორტში ტერაქტის დაგეგმვაშია ბრალდებული. ის თავდასხმაში თანამონაწილეობისთვის ადგილობრივების რეკრუტირებას ცდილობდა.

"მისი დავალება იყო დესტაბილიზაციის შექმნა ოდსაში - საბოტაჟი და ტერაქტების მოწყობა," ნათქვამია სპეცსამსახურის განცხადებაში. 

ბოლო დროს ამერიკა და დასავლეთის სახელმწიფოები შეშფოთებას გამოხატავენ რუსი სამხედროების უკრაინის საზღვართან მობილიზების გამო. რუსეთი უარყოფს, რომ ის უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს.

წინა კვირში რუსეთმა დასავლეთს მოთხოვა ოფიცალურად განაცხადოს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

 

 

მსგავსი სიახლეები