უკრაინასთან საომრად წასული 300-მდე ოსი მებრძოლი უკან დაბრუნდა
ოსური ტელეგრამ არხებისა და ბლოგერების ინფორმაციით, უკრაინასთან საომრად წასული 300 ოსი მებრძოლი უკან დაბრუნდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ოსი ბლოგერი ალიკ პუხაევიც.
მებრძოლების დარბუნებაზე მიუთითებს ოსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის, ედუარდ კოკოითის განცხადებაც. თავის ტელეგრამ არხში კოკოითი წერს, რომ არავის აქვს უფლება გაკიცხოს უკან დაბრუნდებული მებრძოლები.
"საჭიროა გავერკვევთ მომხდარში და ამის უშუალო მიზეზებში. უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ იყო დაორგანიზებული მათი გამგზავრება. ამით ჩვენ სერიოზულად დავკავდებით".
მანამდე კოკოითი წერდა, რომ რუსეთის მხარეს უკრაინასთან საომრად წასულ მებრძოლებს ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოსი სამხედროებს საქართველო რუსეთის საზღვრამდე მიიყვანდნენ, ხოლო იქიდან ცხინვალამდე თავისით უნდა ჩასულიყვნენ.
მოგვიანებით გავრცელდა როკის გვირაბის მახლობლად გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ოსი სამხედროები სამხედრო ტექნიკისკენ მიემართებიან.