უკრაინელებმა კიევთან სტრატეგიული მნიშვნელობის გარეუბანი დაიბრუნეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის გარეუბან მაკაროვიდან რუსები განდევნეს.

მაკაროვს კიევისთვის ბრძოლაში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ტერიტორიის დაბრუნებით უკრაინელებმა მნიშვნელოვან მაგისტრალზე აღადგინეს კონტროლი. ამით უკრაინელები შეძლებენ, დედაქალაქი ჩრდილო-დასავლეთიდან მომავალი შესაძლო ალყიდან უკეთ დაიცვან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჯარმა მაკაროვი 22 მარტის დილის საათებში "მწვავე ბრძოლის" შემდეგ გაათავისუფლა.

 

მსგავსი სიახლეები