უკრაინელებმა რუსების თავდასხმები დონბასის შვიდ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს
გუშინდელი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის სხვადასხვა რაიონებში შეაჩერეს. ამ ინფორმაციას 20 ნოემბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას და დონეცკის ოლქის სპორნოეს, იაკოვლევკას, ბახმუტსკოეს, ბახმუტის, ოპიტნოეს და კლეშჩეევკას დასახლებების რაიონებში", - ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მტერი თავის ძირითად ძალებს ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვკას მიმართულებით უყრის თავს.
"ზაპოროჟიეს მიმართულებით დამპყრობლები თავს იცავენ. კრივოი როგისა და ხერსონის მიმართულებით მტერი პოზიციურ თავდაცვაშია და აშენებს საფორთიფიკაციო ნაგებობებს", - განმარტავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.