უკრაინის არმია: დონბასში ვითარება რთულია მაგრამ კონტროლირებადი
დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით ვითარება რთულია მაგრამ, კონტროლირებადი. მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული შტაბი ავრცელებს.
"ვითარება რთულია მაგრამ კონტროლირებადი. თავდაცვის ხაზის გასწვრივ მტერი აქტიურად იყენებს საბრძოლო ავიაციას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, მსხვილკალიბრიან არტილერიას, ტანკებს და ნაღმტყორცნებს",- ნათქვამია კრებსში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კვლავ აქტიურად იბომბება შვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რთული ვითარების მიუხედავად უკრაინის არმიის დანაყოფი დონბასში აგრძელებენ ეფექტურ წინააღმდეგობას და გასული დღე-ღამის განმავლობაში 18 შეტევა მოიგერიეს.
"განადგურებულია 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 27 ერთეული ჯავშანტექნიკა და სპეციალური საინჟინრო ტექნიკა. გარდა ამისა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა გასული 24 საათის განმავლობაში ჩამოაგდო 1 ვერტმფრენი და 4 უპილოტო საფრენი აპარატი".
საოკუპაციო ძალების 4 მოგიერებული შეტევის შესახებ იტყობინება ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება ვასტოკიც - "გადანადგურებულია 180-მდე ოკუპანტი, 6 ტანკი, 13 ერთეული ჯავშანტექნიკა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი".