უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გადაისროლა
უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედროების ნაწილი უკრაინაში გადაიყვანა.
ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე მეოთხე სამხედრო ბაზიდან რუსეთმა რუსებით და ოსებით დაკომპლექტებული სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (1200 კაცამდე) გადაისროლა, ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
მეშვიდე სამხედრო ბაზიდან, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს, უკრაინაში 800-კაციანი კონტინგენტი (ორი ბატალიონი) გადაიყვანეს.
26 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ავტობუსებში და სატვირთოებში მყოფი შეიარაღებული ოსები ჩანან.
მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც სამხრეთ ოსეთის „დროშები“ უკრაინაში, მელიტოპოლთან ახლოს ჩანს.