ზელენსკის წარმომადგენელი: ხერსონში 500-მდე ადამიანს სარდაფებში აწამებენ

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები მოქმედებენ 2014 წელს ყირიმის დაპყრობის მსგავსი სცენარით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში თამილა ტაშევამ 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯერ სამხედროები შემოვიდნენ, შემდეგ გაიწმინდა საინფორმაციო ველი აქტივისტებსა და ჟურნალისტებისგან, შემდეგ ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი... ჯერ განიხილეს რეფერენდუმის სცენარი, ახლა განიხილავენ ამ რეგიონების ყირიმთან შეერთების სცენარს“, - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დამპყრობლები უკვე დევნიან აქტივისტებს.

„ჩვენი ინფორმაციით, 500-მდე ადამიანი იმყოფება „სარდაფებში“, სადაც მათი აწამებენ. ეს ხდება როგორც ხერსონში, ასევე ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მაგალითად, ქალაქ ნოვოალექსეევკასა და გენიჩესკში, საოკუპაციო ადმინისტრაციები მოდიან აქტივისტების ან ადამიანების მთელი სიებით, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის სამოქალაქო ბლოკადაში, ან მსახურობდნენ დონბასში ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში. მოდიან სახლში, მიჰყავთ, იტაცებენ“, - განმარტა ტაშევამ.

მსგავსი სიახლეები