უკრაინის სასაზღვრო სამსახური: რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დაიკავეს

ოდესის ოლქში მდებარე კუნძული ზმეინი რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია კუნძულზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ, ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდანარეობდა. 

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის კუნძულზე მყოფ უკრაინელ მესაზღვრეებთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. "არსებული ინფორმაციით, კუნძული ზმეინი დაკარგულია",- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყებაში განმარტეს, რომ კუნძულზე სრულად განადგურებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა. 

 

მსგავსი სიახლეები