უმეროვი: ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება
12 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლა არ იგეგმება.
ამ საკითხზე მან ლატვიის თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
"სამხედრო ხელმძღვანელობაში ყოველთვის ხდება გარდამავალი რაღაცეები, რაც ჩემ თავსაც მოხდა და ძალიან ღია ვარ საზოგადოებისა და ჩემი კოლეგების მიმართ. ამ მხრივ, ასეთი საკითხი არ დგას. ვიცი, ამას ავრცელებენ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით. დღეს მთავარსარდალთან ერთად ვიყავით, მივულოცეთ სახმელეთო ჯარების მეთაურს, ამ საკითხზე ყოველთვის ვხუმრობ ვალერი ფედოროვიჩთან და ვეუბნები: "ამჯერად ვინ გათავისუფლებს?" - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
უმეროვმა ასევე აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ღიაა სამხედრო სარდლობაში ცვლილებებისთვის.
კონტექსტი
The Economist-მა დაწერა სტატია, რომ ფრონტზე სანგრებში მიმდინარე ომის საშინელი რეალობის პარალელურად, კიევში "პოლიტიკური ბრძოლის ველი" სულ უფრო დაძაბული ხდება, ზელენსკი ზალუჟნიში კონკურენტს ხედავს და პოლიტიკური დაპირისპირება ზიანს აყენებს უკრაინას.
ამავდროულად, Українська правда-ს წყაროების ინფორმაციის თანახმად, ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგიერთ მეთაურთან ზალუჟნის გვერდის ავლით ურთიერთობს.