უნგრეთი: რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციებს მხარს არ დავუჭერთ
ბუდაპეშტი რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროკავშირის სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს, აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო.
„უნგრეთში რუსული გაზის იმპორტი შეფერხების გარეშე ხორციელდება“, - განაცხადა სიიარტომ ანკარაში ვიზიტისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
უნგრეთი ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე პრორუსული განწყობებით გამოირჩევა.
კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებას განიხილავს.
ევროკავშირის მასშტაბით სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
რუსული ენერგო-მატარებლების იმპორტზე სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და საფრანგეთი.