УП: ბუდანოვის ცოლი მძიმე მეტალებით მოწამლეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) უფროსის ცოლი, მარიანა ბუდანოვი მძიმე მეტალებით მოწამლეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Українська правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ცნობით, ბუდანოვის ცოლმა უკვე გაიარა მკურნალობის პირველი ეტაპი. "ბუდანოვის ცოლთან დაკავშირებით, მისი მოწამვლის ამბავი მართალია. ის თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც ანალიზები გაუკეთეს, ანალიზებმა კი მოწამვლა აჩვენა",- ამბობს ანონიმური წყარო გაზეთთან საუბარში. 

ამავე წყაროს ცნობით, მარიანა ბუდანოვა საკვებით მოწამლეს. მოწამვლის ნიშნები აქვს სამმართველოს კიდევ რამდენიმე თანამშრომელს. 

კონტექსტი 

2023 წლის მაისში იმავე გაზეთთან ინტერვიუში სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი ამბობდა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ბუდანოვზე 10-მდე თავდასხმა განხორციელდა. 

რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში ბუდანოვმა განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ ის ცოლთან ერთად საკუთარ კაბინეტში ცხოვრობს. 

გამოცემა War Zone-თან ინტერვიუში ბუდანოვი ამბობდა, რომ მისი მეუღლე კიევის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული აკადემიის მასწავლებელია. 

 

მსგავსი სიახლეები