უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ არ იტყვის უარს თავის მიზნებზე უკრაინაში

ამერიკელ პრეზიდენტთან გამართულ რიგით მეექვსე სატელეფონო საუბარში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ იტყვის უარს თავის მიზნებზე უკრაინაში, რაც კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარებას გულისხმობს. 

State Of Play: ამის შესახებ პრეზიდენტების საუბრის დასრულების შემდეგ, საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა - საუბარი თითქმის 1 საათი გრძელდებოდა. 

  • "პუტინმა განუცხადა პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთი არ იტყვის უარს საკუთარ მიზნებზე, რომელიც უკრაინასთან კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარებას გულისხმობს"- ამბობს უშაკოვი. 

  • მისივე თქმით, პრეზიდენტებს არ უსაუბრიათ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე - ასევე არ განხილულა უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის თარიღიც, თუმცა მისი თქმით, ფორმატი არ შეიცვლება და კვლავ ორმხრივი იქნება.

  • "საუბარმა ერთ ტალღაზე ჩაიარა, ეს იყო გულწრფელი, პირდაპირი, საქმიანი და კონკრეტული საუბარი"- ამბობს უშაკოვი. 

Big Picture: უშაკოვის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ წამოაყენა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხი. 

  • "თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონფლიქტის პოლიტიკური, დიპლომატიური მოგვარების გზებს. პუტინმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია სტამბოლში უკრაინასთან მიღწეული შეთანხმებების რეალიზიაციაზე"- ამბობს უშაკოვი.

Context: უშაკოვის თქმით, პუტინმა ასევე აღნიშნა რუსეთის როლი "ამერიკული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში" არამხოლოდ დამოუკიდებლობის ომის, არამედ სამოქალაქო ომის დროსაც. 

  • უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს მოახსენა, რომ მასთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე ბიზნეს წრეებს ხვდებოდა, სადაც გაჟღერდა კინო პროდუქციის გაცვლის იდეა, რომელიც "ტრადიციულ ფასეულობებს" ეხება - "ტრამპს მყისიერი რეაქცია ჰქონდა და განაცხადა, რომ ეს იდეა მასთან იმპონირებს."

  • უშაკოვის თქმით, ასევე განიხილეს ირანისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის თემატიკა და მათ შორის მიღწეულია თანხმობა რამდენიმე ერთობლივი ენერგეტიკული და კოსმოსური პროექტის შესახებ. 

  • უშაკოვის თქმით, ტრამპისა და პუტინის ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. 

მსგავსი სიახლეები