ვაგნერის ექს-მეთაური: ომზე უარს ვინც ამბობდა, ადგილზე ხვრეტდნენ

უკრაინის ომში მონაწილე სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ყოფილი მეთაური, რომელიც ნორვეგიაში გაიქცა, სულ ცოტა ხნის წინ CNN-ს ესაუბრა, სადაც ომის პერიპეტიები და ვაგნერის შიგნით არსებული მდგომარეობა განიხილა. 

26 წლის ანდრეი მედვედევი, რომელიც წარსულში რუსულ არმიაში მსახურობდა, ევგენი პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფებას, მოხალისის სტატუსით 2022 წლის ივლისში შეუერთდა, რის შემდეგაც უკრაინაში აღმოჩნდა. 

მისი თქმით, იმ ხალხს, ვისაც ბრძოლის სურვილი ნაკლებად გააჩნდა, ახალწვეულების თვალწინ ხვრედტნენ. 

მათ მოიყვანეს ორი პატიმარი, რომელთაც ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ყველას თვალწინ დახვრიტეს და იმ საფლავში დამარხეს, რომელიც გაწვეულების მიერ იყო გათხრილი

ანდრეი მედვედევმა ვაგნერის ხელმძღვანელზეც ისაუბრა და იგი "ეშმაკს" შეადარა. 

თავის მხრივ, რამდენიმე კვირის წინ, ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ მედვედევი მართლაც მსახურობდა მის დაჯგუფებაში და ჯარისკაცებისადმი ცუდი მოპყრობაში დასდო ბრალი. 

CNN-თან საუბარში, მედვედევმა უარი განაცხადა, გამოხმაურებოდა პრიგოჟინს. მას არ სურდა, უკრაინაში საკუთარ ქმედებებზე კომენტარი გაეკეთებინა. 

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ ვაგნერში არ არსებობდა სტრატეგია, რასაც სამხედროები, ბრძოლის დროს უნდა დაყრდნობოდნენ.

"ტაქტიკა საერთოდ არ არსებობდა. ჩვენ ვღებულობდით ბრძანებას მოწინააღმდეგის პოზიციებზე, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით..",- აღნიშნავს ყოფილი ვაგნერელი. 

მან ასევე გაიხსენა, რომ ქვეყნის დატოვების დროს, მინიმუმ "10-ჯერ აარიდა თავი დაკავებას" და რუსული სამხედრო შენაერთების ტყვიებს. თეთრ კამუფლიაჟში გამოწყობილს, გაყინული ტბის გავლა მოუწია, რათა ნორვეგიაში მოხვედრილიყო. 

იგი ასევე ამბობს, რომ ომის მეექვსე დღეს უკვე იცოდა, რომ უკრაინაში ხელახლა ჩამოსვლა აღარ სურდა, რათა ნახა, როგორ გადაიქცნენ ჯარისკაცები "ქვემეხების საკვებად."

ანდრეი მედვედევი თავდაპირველად 10 ადამიანს ხელმძღვანელობდა, თუმცა მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების რაოდენობა, მალევე გაიზარდა. 

მეტი გარდაცვლილი, მეტი ახალი მებრძოლს მოსვლას ნიშნავდა. მუდმივი ციკლი იყო - გარდაცვლილის გვამი, მეტი პატიმარი, მეტი გარდაცვლილის გვამი, მეტი პატიმარი

ადვოკატირების ჯგუფები ამბობდნენ, რომ გარდაცვლილი ვაგნერელების ოჯახები $71,000-ს მიიღებდნენ, თუმცა ეს დაპირება, რეალობაში არ ხორციელდებოდა.

პრიგოჟინის სამხედრო ჯგუფის ყოფილი მეთაური იხსენებს, რომ მკვდარ სამხედროებს დაკარგულებად აფორმებდნენ, რათა ფინანსური ვალდებულებებისგან თავი მარტივად დაეხსნათ.

ანდრეი მედვედევი ამბობს, რომ ახლა მისი მიზანია პირადი ისტორიების მოყოლა, რათა ხელი შეუშალოს ევგენი პრიგოჟინს და ვლადიმერ პუტინს საკუთარი გეგმების განხორციელებაში. 

"დადგება დღე, როდესაც რუსეთში პროპაგნდა ვეღარ გაჭრის და ხალხი ხმას აიმაღლებს",- ასეთი იმედი აქვს ყოფილ სამხედროს.

ანდრეი მედვედევმა რუსეთი ყალბი მოწმობის საფუძველზე, სხვა სახელითა და გვარით დატოვა. იგი ახლა ოსლოში იმყოფება და ნორვეგიის მთავრობისგან თავშესაფრის მიღებას ითხოვს.  

 

მასალა მომზადებულია CNN-ის ინტერვიუზე დაყრდნობით.

 

მსგავსი სიახლეები