"ვაგნერში" წასვლის გამო, რუსეთის 34 რეგიონის კოლონიებში 16.8 ათასით ნაკლები პატიმარია
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერში" პატიმრების რეკრუტირების ფონზე, 2022 წელს რუსეთის კოლონიებში მსჯავრდებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ "Медиазона" 2023 წლის 17 აპრილს წერს.
გამოცემამ რუსეთში არსებული სტატისტიკა შეისწავლა და დაასკვნა, რომ გასულ წელს რუსეთის ფედერაციის 34 რეგიონის (სულ 80-ზე მეტია) კოლონიებში მსჯავრდებულთა რაოდენობა 16 832 ადამიანით შემცირდა.
Медиазона-მ ასევე გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ყირიმის მონაცემები - 416 მსჯავრდებული.
"სამარის რეგიონში პატიმართა უმეტესობა გაუჩინარდა: 2022 წლის დასაწყისში ამ რეგიონის კოლონიებში 10.2 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო 2023 წლის დასაწყისში - მხოლოდ 7.5 ათასი [...] ათასზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა ასევე ჩელიაბინსკის (1574) და კიროვის (1153) რეგიონებიდან, ასევე თათარსტანში (1040)", - წერენ ჟურნალისტები.