ვერეშჩუკი: აზოვსტალიდან ყველა ბავშვი, ქალი და მოხუცი ევაკუირებულია
დონეცკის ოლქში, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცები ევაკუირებული არიან.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამზე 7 მაისს განაცხადა.
„მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა“, - წერს ის.
აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი სამხედროების ბოლო დასაყრდენია მარიუპოლში. ასობით დაჭრილი, ისევე როგორც ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი, ქარხნის ბომბების თავშესაფრებში იმყოფებოდა.
21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ უბრძანა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს აზოვსტალის ქარხნის ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმის შეჩერების შესახებ, მაგრამ თავდასხმა გაგრძელდა.