ვერმონტში ცეცხლსასროლი იარაღით სამი პალესტინელი სტუდენტი დაჭრეს
ვერმონტში, ოჯახური ვახშმისკენ მიმავალ გზაზე, პალესტინური წარმოშობის 3 სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ჰიშამ ავარტანი, ტაჰსინ აჰმედი და კინან აბდალჰამიდი, ბრაუნის, ჰავერფორდისა და ტრინიტის უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები არიან.
ამერიკულ-არაბულმა ანტიდისკრიმინაციულმა კომიტეტმა X-ზე აღნიშნა: "ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სროლა მოტივირებული იყო იმით, რომ სამი [მსხვერპლი] არაბები იყვნენ. მათ კუფია ეცვათ და არაბულად საუბრობდნენ. მამაკაცი ყვიროდა და ავიწროებდა დაზარალებულებს."
Seven Days Vermont-ის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შაბათს საღამოს 6:30-ზე, ვერმონტის უნივერსიტეტის კამპუსთან სამ ადამიანს ესწროლეს. დაშავებულები სამკურნალოდ ვერმონტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. შესაძლოა თავდასხმის მიზეზი ეთნიკური ან სხვა ნიშნით არსებული ზიზღი ყოფილიყო, რადგან თავდასხმის მსხვერპლებს კუფია ეცვათ და არაბულად საუბრობდნენ.
ვერმონტის სენატორმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ბერნი სანდერსმა დაგმო ძალადობა.
X-ზე წერისას მისტერ სანდერსმა თქვა: "შოკისმომგვრელი და ღრმად შემაშფოთებელია, რომ სამ ახალგაზრდა პალესტინელს ესროლეს ბერლინგტონში, ვერმონტში. სიძულვილის ადგილი არ არის აქ და არსად."