ვირჯინიის გუბერნატორმა სიკვდილით დასჯის გაუქმების კანონპროექტს ხელი მოაწერა
ვირჯინია პირველი სამხრეთული შტატია აშშ-ში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა. შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტჰემმა განაცხადა, რომ გაუქმება შეაჩერებს "სიკვდილის მანქანას," რომელსაც რასობრივი განსხვავების ისტორია გააჩნია.
1976 წლიდან, როდესაც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა დასაშვებად ცნო, ვირჯინია აშშ-ს შტატებს შორის ტეხასის შემდეგ მეორე ადგილზეა სიკვდილით დასჯილი ადამიანების რიცხვით.
ამერიკის 27 შტატში სიკვდილით დასჯა კვლავ დაშვებულია, თუმცა რადენიმე მათგანმა სასჯელის აღსრულების მორატორიუმი დააწესა.
ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიისას პირობა დადო, რომ შეაჩერებს ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯას და შტატებს მოუწოდებს იგივე გააკეთოს. თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთბია.