WSJ: ნოემბერში რუსეთში ომის მხარდაჭერა 80%-მდე გაიზარდა
უკრაინაში ომის გაგრძელების მხარდამჭერი რუსების რაოდენობა, სექტემბერის მდგომარეობით, მკვეთრად შემცირდა, რაც პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებას უკავშირდებათ, თუმცა გაწვევის დასრულების შემდეგ, მხარდაჭერა კვლავ მკვეთრად გაიზარდა.
ამ ინფორმაციას, The Wall Street Journal დახურულ გამოკითხვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოკითხის მიხედვით, თუ სექტემბრის ბოლოს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გაგრძელების მომხრე გამოკითხულთა 34% იყო, ნოემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი 80%-მდე გაიზარდა.
ამერიკული გამოცემის თანახმად, კვლევის დამკვეთი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო.
გასული წლის 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რის შემდეგაც, რეზერვში მყოფი 300 ათასზე მეტი რუსი, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
ოქტომბრის ბოლოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა.
ამის განცხადების შემდეგ, მობილიზაციის დასრულებაზე პუტინიმაც ისაუბრა, თუმცა შესაბამის განკარგულებას ხელი არ მოაწერა. უფლებადამცველები ყურადღებას სწორად ამ ფაქტზე ამახვილებენ - რუსეთის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, იურიდიულად, ნაწილობრივი მობილიზაცია ამ დრომდე არ შეწყვეტილა.