ყოფილი ძალოვანი და უფრო პრო-ჩინელი - ჰონგ-კონგს ახალი ლიდერი ჰყავს

ჰონგ-კონგის ახალ ლიდერად ქალაქის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ჯონ ლი აირჩიეს. ლის გამარჯვება არ გაჭირვებია - ის უალტერნატივო კანდიდატი იყო. 

ლი კომუნისტური პარტიის ლოიალისტებით დამოკმპელქტებულმა კომიტეტმა აირჩია. ჯონ ლი 2019 წლის დემოკრატიული პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 

ჯონ ლის გამარჯვება ქალაქზე ჩინეთის მზარდ გავლენას და მკაცრ კონტროლზე მეტყველებს. მის სასარგებლოდ ხმა მისცა 1 416 დეპუტატმა, წინააღმდეგ მხოლოდ 7 დეპუტატი წავიდა. 

აღნიშნული კომიტეტის თითქმის ყველა წევრი ჩინეთის მმართველი პარტიის მიერ შერჩეული და შეთანხმებულია. ლი მოქმედ ლიდერს პირველ ივლისს ჩაანაცვლებს. 

ლიმ ღიად განაცხადა, რომ ის შემოიღებს ახალ კანონებს ნაციონალური უსაფრთხოების მიმართულებით, სწორედ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა გახდა 2019 წლის დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის წინაპირობაც. 

"მას შემდეგ, რაც განგრძობითი ქაოსი დავასრულეთ და წესრიგი აღვადგინეთ, დროა ჰონგ-კონგი თავისი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, ეტაპზე, რომელიც ყველას უფრო მეტ კეთილდღეობასთან მიგვიყვანს",- განაცხადა ლიმ მისი არჩევის შემდეგ. 

 

მსგავსი სიახლეები