ზელენსკი: ჩვენ ისინი უნდა გავტეხოთ
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული ომის ფრონტის ხაზზე ვითარება 4 ივლისის დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო მეთაურმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"მტერი აგრძელებს სუმის რეგიონის, ქალაქ ხარკოვისა და დონბასის სასაზღვრო ტერიტორიების ტერორს. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ახდენენ ზეწოლას და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შემტევ პოტენციალს. ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ეს არის "რთული ამოცანა", რომელიც "დროს და ზეადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს".
"მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა - ეს ეხება ჩვენ დამოუკიდებლობას, ჩვენ მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს", - დაასკვნა მან.