ზელენსკი: მაკრონთან შესანიშნავი საუბარი მქონდა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელინსკი თქმით, ეს საუბარი "შესანიშნავი" გამოდგა.
"მაკრონმა მომაწოდა ინფორმაცია მსოფლიო ლიდერებთან გამართული შეხვედრების შესახებ. ევროპას ჭირდება საიმედო და გრძელვადიანი მშვიდობა, რომლის მიღწევაც უსაფრთხოების მძლავრი გარანტიებითაა შესაძლებელი." - დაწერა ზელენსკიმ, საკუთარი X-ის ანგარიშზე.
პრეზიდენტების დიალოგის ნაწილი შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაც იყო, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი იყწება. მან ასევე ხაზი გაუსვა ერთობლივი პოზიციის მნიშვნელობას.
ემანუელ მაკრონის ინიციატივით, პარიზში მეორე შეხვედრა გაიმართა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, სადაც მონაწილეობა ნორვეგიის, კანადის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ფინეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, შვედეთისა და ბელგიის ლიდერებმა მიიღეს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირას, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან კირ სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერი და ემანუელ მაკრონი. ეს მათი პირველი ვიზიტი იქნება ვაშინგტონში, ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ.