ზელენსკი პოლონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ვიცე-პრემიერს - ეროვნული თავდაცვის მინისტრს მარიუშ ბლაშჩაკს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკის პრესსამსახური იტყობინება.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს და მის თავდაცვის სამინისტროს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის მხარდაჭერისთვის.
"პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს უკრაინის არმიას. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ერთად ვართ დღევანდელ რთულ ვითარებაში - ამ ტრაგედიაში, რომელიც ახლა ხდება უკრაინაში რუსული აგრესიის გამო", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, მშვიდობიან პერიოდში, უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობები განვითარდება, ქვეყნები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან და სახელმწიფოებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გააქტიურდება.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს უკრაინელების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა.
"გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოზიციისთვის, რადგან უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის პოლონეთის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. გმადლობთ, რომ ზრუნავთ ჩვენზე", - განაცხადა ბლაშაკმა.