ზელენსკი: რეფერენდუმამდე ჯარები უნდა გავიდნენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტებს. სხვა საკითხებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესსა და შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ზელენსკის თქმით, შეთანხმების გაფორმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ვლადიმირ პუტინთან პირისპირი შეხვედრის დროს - "აი ჩვენ შევხვდით, შევთანხმდით. ეს საკმარისია, ჩემი და მისი [პუტინის] შეთანხმება, ხელმოწერა საკმარისია, რომ დაიწყოს ჯარების გაყვანის პროცესი. ჯარები უნდა გავიდნენ, შემდეგ იქნება პარლამენტებში გარანტორი სახელმწიფოების პარლამენტებში რატიფიკაციის პროცესი, შემდეგ იქნება რეფერენდუმი და ბოლოს საკონსტიტუციო ცვლილებები".
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის განიხილოს უბლოკო და ნეიტრალური სტატუსი, თუმცა მხოლოდ მყარი და მრავალმხრივი და მყარი გარანტიების მიღების შემდეგ, "არა ისეთის როგორც 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, ეს უნდა იყოს მყარი და გარანტორი სახელმწიფოების პარლამენტებში რატიფიცირებული დოკუმენტები".
ინტერვიუს პარალელურად ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი სტამბოლში გაიმართება.