ზელენსკი: რუს სამხედროებს თან ჰქონდათ საზეიმო ფორმები

უკრაინის პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე და სამხედრო ტყვეების შესახებ ისაუბრა. 

ზელენსკის თქმით, რუს სამხედროებს შორის ბევრია წვევამდელი, განსაკუთრებით მაღალია გარდაცვალების მაჩვენებლები სწორედ ამ ნაწილში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროების დიდი ნაწილი მოუმზადებელი და დაბნეულია. 

მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები სწრაფ გამარჯვებას პროგნოზირებდნენ - "მათ თან ჰქონდათ საზეიმო ფორმები, რომ ომის დაწყებიდან ორ-სამ დღეში ტანკებით ჩაეარათ მაიდანზე". 

 

მსგავსი სიახლეები