ზელენსკი შესაძლოა მალე ბრაზილიასა და არგენტინას ეწვიოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მალე ბრაზილიას ეწვიოს. ამის შესახებ El Economista-ს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განუცხადა.
კულებამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზელენსკი "შეიძლება მალე წავიდეს ბრაზილიაში," ხოლო ამ ქვეყნის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას "ყოველთვის მიესალმებიან უკრაინაში."
კითხვაზე, უკვე ცნობილია თუ არა ბრაზილიაში ზელენსკის ვიზიტის თარიღი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ "ამაზე მუშაობა მიმდინარეობს."
კულებას თქმით, ბრაზილიაში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის სხვა ვიზიტებიც მოეწყოს რეგიონის ქვეყნებში.
როგორც მან აღნიშნა, არგენტინა სიაში "შეყვანილია ქვეყანაში უკრაინელების ყოფნის და იმ ჰუმანიტარული დახმარების გამო, რომელიც მან უკრაინას გაუწია."