ზელენსკი: ვაშინგტონს სურს, რომ პუტინს ასიამოვნოს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა გერმანულ ტელევიზია ARD-ს, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ში გამოთქმული მოსაზრებები პრობლემურია.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში რასაც ამბობენ, ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის და ვფიქრობ, რომ პრობლემაც, სწორად აქ არის."
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს "უბრალო სამშვიდობო ხელშეკრულებაზე" ხელის მოწერას და ხაზი გაუსვა, რომ ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას გეგმავენ.
მან ასევე ისაუბრა აშშ-ს გარეშე ევროპის უსაფრთხოების საკითხზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ევროპელები სუსტად გამოიყურებიან, რადგანაც მათთვის, ამერიკის უსაფრთხოების ქოლგა უმნიშვნელოვანესია.
კითხვაზე, მზად არის თუ არა, რომ უარი თქვას პრეზიდენტობაზე, მშვიდობის სანაცვლოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი თანახმა იქნება ყველაფერზე წავიდეს, თუკი შედეგად "გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობა" დასადგურდება.
ვოლოდიმერ ზელინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მან დონალდ ტრამპს, უკრაინაში, ამერიკელი ჯარისკაცების განთავსებისკენ მოუწოდა, რის გარეშეც, სტაბილური მშვიდობის დამყარება ნაკლებად სავარაუდო იქნება.